ვიტორიელებმა კანარელები 109:70 გაანადგურეს და ამაში შენგელიას წილი უდიდესია. ქართველმა ფორვარდმა 11-დან 9 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 25 ქულს შენგელიამ 7 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიამატა.
შედეგად, შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 35 ერთეული შეადგინა, რაც რეალური შანსია საიმისოდ, რომ ქართველი ფორვარდი პრიმერადივიზიონში ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდეს.
შენგელიას შემდეგ
10 მოგებითა და ამდენივე მარცხით "ლაბორალ კუჩა" ესპანეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
მომდევნო მატჩს ვიტორიული კლუბი 15 თებერვალს, შინ "მანრესასთან" გამართავს.
წყარო: gbf.ge