ვიქტორ სანიკიძის გუნდი ევროთასის მერვედფინალში გავიდა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის არყოფნაში ყაზანის "უნიკსი" ევროთასის მერვედფინალში გავიდა.

რუსულმა გუნდმა აღნიშნულ ტურნირში ევროლიგიდან გადაინაცვლა და 6 ტურის თავზე G ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ყაზანელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩეხეთში, "ნიმბურკთან" მოიგეს და პირველი ადგილი გაინაღდეს. რუსულმა გუნდმა მასპინძლები დაძაბულ ბრძოლაში - 84:79 დაამარცხა. სანიკიძემ 1 კვირის წინ მხრის ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციას გადის.

მერვედფინალში "უნიკსის" მეტოქე J ჯგუფის მეორეადგილოსანი იქნება. შესაძლოა ეს გუნდი გიორგი შერმადინის "კანტუ" იყოს, თუმცა 11 თებერვალს ამ ჯგუფში ბოლო ტური იმართება და ყაზანელების მეტოქის ვინაობა ოფიციალურად
თამაშების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული