თორნიკე შენგელიას 12 ქულა და მნიშვნელოვანი გამარჯვება ევროლიგაში

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ" ევროლიგაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა.

ვიტორიელებმა მალაგის "უნიკახას" უმასპინძლეს და 5 ქულის სხვაობით - 79:74 სძლიეს.

"უნიკახა" ჯგუფის აუტსაიდერია და ვიტორიელთა კონკურენტად არ მოიაზრება, თუმცა "ლაბორალ კუჩას" სჭირდებოდა გამარჯვება, რათა ჯგუფში ადგილი გაიმყაროს და საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად იბრძოლოს.

ეს ვიტორიელებმა მოახერხეს და "უნიკახას" დამარცხებით მე-5 ადგილზე გამაგრდნენ, საიდანაც პლეი ოპფში მოსახვედრად 1 ნაბიჯია.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26:52 წუთი გაატარა. თორნიკემ 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

12 ქულა, 4
მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება - ეს გახლდათ შენგელიას საბოლოო მონაგარი. შენგელია მარგი ქმედების კოეფიციენტით (17) თავისიანთაგან მხოლოდ ფაბიენ კასერს (24) და დარიუს მაილსს (20) ჩამორჩა.

მომდევნო მატჩი ვიტორიელებს სტამბოლში, 27 თებერვალს, უშუალო კონკურენტ "ეფესთან" ელის.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული