ამერიკის სტუდენტური ლიგის მორიგ მატჩში "პასიფიკის" წინააღმდეგ სანაძემ საწყის 8 წუთში 10 ქულა ჩააგდო, რის შემდეგაც წარბი გაუსკდა და მეორე ტაიმში მოედანზე დაბრუნებულმა საკუთარ მონაგარს კიდევ 10 ქულა შემტა.
სანაძემ "პასიფიკთან" მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო. სათამაშო ეპიზოდში, ორთაბრძოლისას, ქართველ ლეგიონერს წარბი გაუსკდა და მოედნიდან გავიდა.
პირველი ტაიმის დასრულებამდე დარჩენილ დროსა და შესვენებისას ექიმებმა დუდას წარბი გაუკერეს და ქართველი უკანახაზელი მოედანს მეორე ტაიმში, 7 ნაკერით დაუბრუნდა. წარბგაკერილმა
"სან დიეგომ" შეხვედრა 68:48 მოიგო, ხოლო სანაძე, რომელმაც 19 წუთში 20 ქულა ჩააგდო, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ქართველმა ლეგიონერმა 5-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 20 ქულასთან ერთად დუდამ 1 მოხსნა და 1 დაფარებაც მიითვალა. 27 წუთში 21 ქულა დააგროვა ჯონი დიმ. სხვა ვერც ერთი სანდიეგოელი 10-ქულინ ზღვარს ვერ ასცდა.
7 მოგებითა და 7 მარცხით "სან დიეგო" "ვესთ ქოუსტის" 10-გუნდიან კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩი სანდიეგოელებს ისევ შინ, "სენტ მერისთან", 14 თებერვალს ელით.
წყარო: gbf.ge