თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ" სტუმრად იმარჯვა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩა" სეზონის მძიმედ დაწყების შემდეგ მაღლა მიიწევს. ვიტორიულმა გუნდმა ესპანეთის პრიმერადივიზიონში მორიგი მატჩი გასვლაზე მოიგო - "მანრესას" 71:64 სძლია.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მთლიანობაში 15 წუთი გაატარა. შენგელიამ 2 ორქულიანი ააცილა და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ, თორნიკემ 1 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ლაბორალელთაგან 22 ქულით საუკეთესო მაიკ ჯეიმსი გახდა, ხოლო ფაბიენ კოსიემ და კიმ ტილიმ პირად ანგარიშზე 13-13 ქულა ჩაიწერეს.

"ლაბორალ კუჩამ" პრიმერადივიზიონის ცხრილში მე-7 ადგილზე აინაცვლა.
ვიტორიულ გუნდს 11 მოგება და 10 მარცხი აქვს. მორიგი მატჩი შენგელიას გუნდს 1-ელ მარტს ბილბაოში, ადგილობრივ "ბილბაო ბასკეტთან" ელის.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული