ქართველთა სამი გუნდიდან ვითიბი ლიგაში ორმა იმარჯვა

AutoSharing Option
ვითიბი ლიგაში სამი ქართველის ორმა გუნდმა გაიმარჯვა. მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ყაზახურ "ასტანას" ესტუმრა და ანგარიშით 78:60 სძლია, ხოლო ვიქტორ სანიკიძის "უნიკსმა" დრამატულ მატჩში "ვეფ რიგა" ანგარიშით 82:75 დაამარცხა.

მარკოიშვილმა ყაზახეთში 20 წუთში 8 ქულა, 3 ჩაჭრა, 2 მოხსნა და 1 პასი მოინაგრა, ხოლო "უნიკსის" შემადგენლობაში არ უთამაშია ვიქტორ სანიკიძეს, რომელსაც მხრის ტრავმა აქვს.

შინ "ხიმკისთან" დამარცხდა ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდი". შეხვედრა მეტად საინტერესო სანახავი გამოდგა, ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ოვერტაიმში კი "ხიმკიმ" ანგარიშით 94:86 იმარჯვა.

ფაცაციამ 11 წუთი ითამაშა
და მონაგარი 1 მოხსნით შეივსო. მატჩის ბომბარდირი 28 ქულით ნოვგოროდელი ტრეი ტომპკინსი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული