როგორ დასჯიან თორნიკე შენგელიას - დისკვალიფიკაცია + ფულადი ჯარიმა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში მომხდარი ინციდენტისთვის თორნიკე შენგელიას დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა ელის.

შეგახსენებთ, რომ ბასკურ დერბიში "ბასკონიასა" და "ბილბაოს" შორის თორნიკე შენგელია სერბი დეიან ტოდოროვიჩის პროვოკაციაზე წამოეგო და გუნდი-გუნდზე ჩხუბი ატყდა.

noticiasdealava.com-ის ცნობით, თორნიკე შენგელიას, სავარაუდოდ, 4-მატჩიან დისკვალიფიკაციას მისცემენ და 600-დან 3 ათას ევრომდე დააჯარიმებენ.

El Larguero ჩვენთვის საინტერესო კომენტარს ავრცელებს. ეს არის ერთ-ერთი მოხუცის კომენტარი, რომელიც ზუსტად იქ იჯდა, სადაც ატყდა ჩხუბი კალათბურთელებს შორის.

შეგახსენებთ, რომ როცა ემოციები ჩაცხრა, თორნიკე იქ მჯდომ ბავშვთან მივიდა, მოეფერა და მოუბოდიშა.

ეს მოხუცია სახელად
მანოლი, ვისაც "ბილბაო ბასკეტის ბებოს" ეძახიან. ის სტაჟიანი გულშემატკივარია და გუნდს ყველგან დაჰყვება.

"შენგელია მთელი სულითა და გულით უბოდიშებდა პატარას. მე მას ყველაფერი ვაპატიე. ეს იყო ძალიან კარგი ჟესტი. ეს სპორტია და ყველაფერი ხდება".

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
თორნიკე შენგელია: ძალიან ცუდი რამ მოხდა...
მკითხველის კომენტარები / 9 /
სერბზე უფრო მეტად ლატვიელი 9 ნომერი იქცევა აგრესიულად, როგორ მივარდა მუშტების ქნევით შენგელიას! სერბიც კი არ იწევდა ასე ძალიან.
0
თოკო გენაცვალე.4 მატჩიან დისკვალიფიკაციასაც აიტან და ფულად ჯარიმასაც,სამაგიეროდ სხვა ვეღარ გაბედავს შენთან ესეთ მოქცევას.
გოჩა
12:02 04-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული