როგორ დასჯიან თორნიკე შენგელიას - დისკვალიფიკაცია + ფულადი ჯარიმა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში მომხდარი ინციდენტისთვის თორნიკე შენგელიას დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა ელის.

შეგახსენებთ, რომ ბასკურ დერბიში "ბასკონიასა" და "ბილბაოს" შორის თორნიკე შენგელია სერბი დეიან ტოდოროვიჩის პროვოკაციაზე წამოეგო და გუნდი-გუნდზე ჩხუბი ატყდა.

noticiasdealava.com-ის ცნობით, თორნიკე შენგელიას, სავარაუდოდ, 4-მატჩიან დისკვალიფიკაციას მისცემენ და 600-დან 3 ათას ევრომდე დააჯარიმებენ.

El Larguero ჩვენთვის საინტერესო კომენტარს ავრცელებს. ეს არის ერთ-ერთი მოხუცის კომენტარი, რომელიც ზუსტად იქ იჯდა, სადაც ატყდა ჩხუბი კალათბურთელებს შორის.

შეგახსენებთ, რომ როცა ემოციები ჩაცხრა, თორნიკე იქ მჯდომ ბავშვთან მივიდა, მოეფერა და მოუბოდიშა.

ეს მოხუცია სახელად
მანოლი, ვისაც "ბილბაო ბასკეტის ბებოს" ეძახიან. ის სტაჟიანი გულშემატკივარია და გუნდს ყველგან დაჰყვება.

"შენგელია მთელი სულითა და გულით უბოდიშებდა პატარას. მე მას ყველაფერი ვაპატიე. ეს იყო ძალიან კარგი ჟესტი. ეს სპორტია და ყველაფერი ხდება".

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
თორნიკე შენგელია: ძალიან ცუდი რამ მოხდა...
მკითხველის კომენტარები / 9 /
სერბზე უფრო მეტად ლატვიელი 9 ნომერი იქცევა აგრესიულად, როგორ მივარდა მუშტების ქნევით შენგელიას! სერბიც კი არ იწევდა ასე ძალიან.
bs
04 მარტი 2015 12:43
0
თოკო გენაცვალე.4 მატჩიან დისკვალიფიკაციასაც აიტან და ფულად ჯარიმასაც,სამაგიეროდ სხვა ვეღარ გაბედავს შენთან ესეთ მოქცევას.
გოჩა
04 მარტი 2015 12:02
0
ვეთანხმები გიას. მაინც უნდა ვთქვათ რომ ჯობდა თოკოს თავი შეეკავებინა, ეს კრივი არ არის და შესაბამისად მაგარი ბიჭობა იმაში არ გამოიხატება ვინ უფრო მაგრად და ბევს მოარტყამს, თუმცა ასეთ შემთხვევაში თავის შეკავება ძალიან ძნელია. იმ გარეწარ სერბს რაც შეეხება რა თქმა უნდა ის გაცილებით მკაცრად უნდა დაისაჯოს. რეალურად მაგის დაწყებულია ჩხუბი
fraternity
04 მარტი 2015 11:12
0
ქართველია, ჩვენია და მართალია!!!
Tengo
04 მარტი 2015 09:51
0
მე მგონი ეს ის შემთხვევაა, როდესაც თორნიკეს გამტყუნება ცალსახად არ შეიძლება, ამ შემთხვევაში იმ სერბის დანაშაული უფრო დიდი მგონია, თორნიკე ალბათ დაისჯება, მაგრამ ის სერბი არანაკლებად უნდა დაისაჯოს. ასეთ მომენტებში თავის შეკავება ძნელია, სამაგიედ თორნიკეს საქციელი ჩხუბის მერე იყო ღირსეული და მისასალმებელი, რასაც ყველა აღიარებს. წარმატებები თორნიკეს... არა უშავრს ასეთებიც ხდება.
გია
03 მარტი 2015 21:07
0
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების წარმომადგენლები ყოველთვის პროვოკატორები იყვნენ.ტორნიკე ასიანი მარტალია
Davit
03 მარტი 2015 18:40
0
სერბები ეგეთები არიან პოტუგალიელებივით, ზურგიდან მიპარვით და ვითომ შემთხვევით დაჯახება... ისე მანდ ზანგი მომეწონა თორნიკეს გუნდელი 12 ნომერი როგორ ჩაება ჩხუბში და როგორ ცდილობდა თორნიკეს დაცვას.მე მგონი ყველაზე მეტადაც ეგ დაზარალდა.
goga
03 მარტი 2015 18:03
0
ისე თოკეს ბრალი ნაკლებია ამ ინციდენტში, ის არაკაცი გაეჭიმა პირველად და თოკესაც მეტი რა უნდა ექნა?
fanat
03 მარტი 2015 17:43
0
ძაანაც კარგად მოიქცა, აბა ჩმორივით კუდამოძუებული ხომ არ გამოიქცეოდა. იმ ვირიშვილის ბრალია ყველაფერი და ყველაზე მკაცრადაც ეგ სერბი უნდა დაისაჯოს
grisha
03 მარტი 2015 16:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული