შეგახსენებთ, რომ ბასკურ დერბიში "ბასკონიასა" და "ბილბაოს" შორის თორნიკე შენგელია სერბი დეიან ტოდოროვიჩის პროვოკაციაზე წამოეგო და გუნდი-გუნდზე ჩხუბი ატყდა.
noticiasdealava.com-ის ცნობით, თორნიკე შენგელიას, სავარაუდოდ, 4-მატჩიან დისკვალიფიკაციას მისცემენ და 600-დან 3 ათას ევრომდე დააჯარიმებენ.
El Larguero ჩვენთვის საინტერესო კომენტარს ავრცელებს. ეს არის ერთ-ერთი მოხუცის კომენტარი, რომელიც ზუსტად იქ იჯდა, სადაც ატყდა ჩხუბი კალათბურთელებს შორის.
შეგახსენებთ, რომ როცა ემოციები ჩაცხრა, თორნიკე იქ მჯდომ ბავშვთან მივიდა, მოეფერა და მოუბოდიშა.
ეს მოხუცია სახელად
"შენგელია მთელი სულითა და გულით უბოდიშებდა პატარას. მე მას ყველაფერი ვაპატიე. ეს იყო ძალიან კარგი ჟესტი. ეს სპორტია და ყველაფერი ხდება".
ასევე იხილეთ:
თორნიკე შენგელია: ძალიან ცუდი რამ მოხდა...