ფაჩულიამ ამ შეხვედრაში 19 წუთი ითამაშა და 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ქულა მოაგროვა. მილუოკიდან ბომბარდირი ბერძენი გიანის ანტეტოკოუმპო გახდა - 29 ქულით. მთლიანად თამაშში კი ყველაზე მეტი ქულა "ნიუორლეანელმა" ანტონი დევისმა დააგროვა, მის ანგარიშზე 43 ქულაა.
ამ მარცხის შემდეგ "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 33 მოგებითა და 30 მარცხით მეექვსე ადგილზე იმყოფება. ზაზას გუნდი შემდეგ შეხვედრას 11 მარტს გასვლაზე "ორლანდო მეჯიქთან" გამართავს.