ზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბაქსმა" საშინაო მატჩი დათმო

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას გუნდმა საშინაო მატჩი დათმო. "მილუოკი ბაქსმა" "ნიუ ორლეანს" უმასპინძლა და ანგარიშით 103:114 დამარცხდა.

ფაჩულიამ ამ შეხვედრაში 19 წუთი ითამაშა და 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ქულა მოაგროვა. მილუოკიდან ბომბარდირი ბერძენი გიანის ანტეტოკოუმპო გახდა - 29 ქულით. მთლიანად თამაშში კი ყველაზე მეტი ქულა "ნიუორლეანელმა" ანტონი დევისმა დააგროვა, მის ანგარიშზე 43 ქულაა.

ამ მარცხის შემდეგ "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 33 მოგებითა და 30 მარცხით მეექვსე ადგილზე იმყოფება. ზაზას გუნდი შემდეგ შეხვედრას 11 მარტს გასვლაზე "ორლანდო მეჯიქთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
2 ქულას ხომ მეც ჩავაგდებდი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული