ბეირუთელები "ჰუპსს" ესტუმრნენ და 10 ქულის სხვაობით დამარცხდნენ - 60:70.
ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომელია მისი საყვარელი რიცხვი: ზურგზე 22 ნომერი აწერია და ბოლო ორი მატჩია, სწორედ 22-22 ქულას აგდებს. ნიკას სრული მონაგარი ასეთი იყო: 34 წუთი, 22 ქულა, 9 მოხსნა.
სკიტამ 7-დან 5 ორქულიანი და 15-დან 12 საჯარიმო გამოიყენა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, იგი საუკეთესო იყო - 28.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"