ნიკა ცქიტიშვილის 22-მა ქულამ "ჩამპვილს" ვერ უშველა

AutoSharing Option
ნიკა ცქიტიშვილის "ჩამპვილი" ლიბანის ჩემპიონატში მეორე ჯგუფურ ტურნირს თამაშობს.

ბეირუთელები "ჰუპსს" ესტუმრნენ და 10 ქულის სხვაობით დამარცხდნენ - 60:70.

ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომელია მისი საყვარელი რიცხვი: ზურგზე 22 ნომერი აწერია და ბოლო ორი მატჩია, სწორედ 22-22 ქულას აგდებს. ნიკას სრული მონაგარი ასეთი იყო: 34 წუთი, 22 ქულა, 9 მოხსნა.

სკიტამ 7-დან 5 ორქულიანი და 15-დან 12 საჯარიმო გამოიყენა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, იგი საუკეთესო იყო - 28.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული