ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 4 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. ზაზამ 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და ბურთი ერთხელ დაკარგა.
ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში 37 მოგებითა და 38 მარცხით კვლავ მე-6 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას "მილუოკი" სტუმრად "ბოსტონთან" გამართავს.