ზაზა ფაჩულიას 10 მოხსნა და გამარჯვება "ჩიკაგო ბულსთან"

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბაქსმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე "ჩიკაგო ბულსს" უმასპინძლა და ანგარიშით 95:91 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 4 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. ზაზამ 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და ბურთი ერთხელ დაკარგა.

ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში 37 მოგებითა და 38 მარცხით კვლავ მე-6 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას "მილუოკი" სტუმრად "ბოსტონთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვააა,საღოლ. ეს მილოუკის სიძლიერეზე მიუთითებს, თუ ჩიკაგო ბულსის დასუსტებაზე.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული