ბექა ბურჯანაძე NBA-ს 2015 წლის დრაფტზე დადგება

AutoSharing Option
NBA-მ გამოაცხადა 2015 წლის დრაფტის (ახალ კალათბურთელთა შერჩევის) ნაადრევი სია, რომელშიც შესულნი არიან როგორც ამერიკელი, ასევე უცხოელი ახალგაზრდა კალათბურთელები.

სიაში სულ 91 კალათბურთელია, აქედან 48 კოლეჯებიდან და ინსტიტუტებიდან, ხოლო 43 უცხოელია.

სიაშია ესპანური "კორუნიას" ფორვარდი ბექა ბურჯანაძე.

კალათბურთელებს 15 ივნისამდე აქვთ ვადა, დრაფტის სიიდან თავიანთი კანდიდატურა ამოიღონ, დრაფტი კი 25 ივნისს გაიმართება.

ბექა ბურჯანაძე 21 წლისაა, ის "ლეიმა ბასკეტ კორუნიას" წევრია. შეგახსენებთ, რომ NBA-ს დრაფტზე აურჩევიათ ვლადიმერ სტეფანია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია და ვიქტორ სანიკიძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული