ლუკა ბულაშვილი ესპანეთის ჩემპიონობისთვის ფინალურ ეტაპზე იბრძოლებს

AutoSharing Option
ესპანეთში წარმატებით ასპარეზობს ქართველი ახალგაზრდა ლუკა ბულაშვილი, რომელიც ამ ქვეყანაში გასულ წელს თბილისში ჩატარებულ კემპზე თავის გამოჩენის შემდეგ გაემგზავრა.

ბულაშვილი კანარის კუნძულების 18-წლამდელთა ჩემპიონატში გუნდ CBA-ს ღირსებას იცავს. აღნიშნულმა კლუბმა კანარის კუნძულების ჩემპიონატი მოიგო და ესპანეთის ეროვნულ პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მაისის დასაწყისში დედაქალაქ მადრიდში სტარტს აიღებს ესპანეთის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, რომელშიც მონაწილეობას ქვეყნის ყველა რეგიონის გამარჯვებული გუნდები მიიღებენ.

კანარის კუნძულების საუკეთესო გუნდ CBA-ს შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს ლუკა ბულაშვილი, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება და ვარჯიშს საქართველოს
18-წლამდელთა ნაკრებში განაგრძობს.

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული