მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის ბრინჯაოსპრიზიორია

AutoSharing Option
ევროლიგის ჩემპიონი მადრიდის "რეალი" გახდა. ესპანელებმა ფინალში საბერძნეთის "ოლიმპიაკოსი" 78:59 დაამარცხეს. მესამე ადგილი მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს დარჩა, რომელმაც "ფენერბაჰჩეს" 86:80 სძლია.

მანუმ 10 წუთი ითამაშა და მატჩი 1 ქულით დაასრულა.

საერთოდ, წლევანდელი ფინალური ოთხეულის მთავარი მოვლენა ვასილის სპანულისის ნახევარფინალური გაბრწყინება იყო: მან თავისი სამქულიანებით წაგებული თამაში შემოატრიალა და თანაგუნდელებს 70:68 გაამარჯვებინა.

ნახევარფინალში მწვრთნელმა მანუჩარი მხოლოდ 4 წუთი ათამაშა (1 ჩაჭრა). თუნდაც ამ მოკლე დროში დაცვაში კარგი თამაშით მანუმ დაგვანახვა, რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებდა.

სხვათა შორის, ჯგუფურ ეტაპზე მარკოიშვილს სწორედ
სპანულისის მეურვეობა უწევდა და დაკისრებულ ფუნქციას თავი კარგადაც გაართვა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული