ვიქტორ სანიკიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგის გუნდში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. იგი "ტედ კოლეჯის" ღირსებას დაიცავს.

ანკარის საუნივერსიტეტო გუნდმა გასული სეზონი თურქეთის 16-გუნდიან სუპერლიგაში მე-14 ადგილზე დაასრულა და ბეწვზე გადაურჩა ქვედა ლიგაში დაქვეითებას. კლუბის ხელმძღვანელებმა გუნდის გაძლიერება განიზრახეს და სანიკიძის შემატებით მათ ამ მიზნისკენ მოზრდილი ნაბიჯი გადადგეს.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორი გასულ სეზონში რუსული "უნიქსის" შემადგენლობაში ასპარეზობდა, თუმცა თებერვალში მხრის ტრავმა მიიღო და სეზონი ვეღარ დაასრულა.

"ტედ კოლეჯი" ქართველთათვის უცხო არ არის, ათი წლის წინათ იქ ტანმაღალი დავით ბერძენიშვილი გამოდიოდა.

რამდენად წარმატებული გამოვა
სანიკიძის კოლეჯური კარიერა, ამას მომავალი სეზონის ბოლოს ვნახავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული