კალიფორნიული კლუბის ოფიცილურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გუნდში აიყვანა კამერუნელი მბაჰა მუტე და ქართველი ნიკოლოზ ცქიტიშვილი.
ეს გახლავთ არ გარანტირებული, მთელს სეზონზე განგრძობადი კონტრაქტი, არამედ მოკლევადიანი ხელშეკრულება, რომლის პერიოდშიც კალათბურთელები საგამოფენო მატჩებზე გამოიცდებიან და ამის შემდეგ გაირკვევა, თუ ვინ დარჩება გუნდში და ვის მოუწევს წასვლა.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ კალიფორნიული კლუბი რეგულარულ სეზონს 28 ოქტომბერს "საკრამენტოსთან" გასვლითი მატჩით გახსნის, მოსამზადებელი თამაშები კი სტარტს 2 ოქტომბერს აიღებს.
"კლიპერსის" მეტოქეები "დენვერი" (2
32 წლის ცქიტიშვილი 2002 წელს NBA-ს დრაფტზე მე-5 ნომრად "დენვერ ნაგითსმა" აიყვანა, თუმცა, მისგან ის სარგებელი ვერ მიიღო, რასაც ელოდა.
"სკიტამ" NBA-ს სხვადასხვა კლუბებში ("დენვერი", "გოლდენ სტეიტი", "მინესოტა", "ფინიქსი") ჯამში 172 მატჩი ჩაატარა (16 სასტარტოში), მისი საშუალო მონაგარი კი 2.9 ქულა, 1.7 მოხსნა გახლდათ.
"ყოველთვის კალათბურთის თამაში მინდოდა და არასდროს დავნებებულვარ. ფატქობრივად, ყველაფერი გადავიტანე. როდესაც კარიერაში ამდენი რამეს გადიხარ, ეს, წინააღმდეგობების გადალახვაში ძალიან გეხმარება", - აღნიშნა ცქიტიშვილმა, რომელმაც ბოლო წლები არაბეთის გაერთიანებული ემირატების და ლიბანის წარმომადგენელ კლუბებში გაატარა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით