ევროლიგის მონაწილე "დარუშაფაკა" გასულ უქმეებზე ხორვატიას ეწვია და ქალაქ ზადარში საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა.
ხორვატიის ზღვისპირა ქალაქში თავი საკმაოდ ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს. 6 კლუბი 2 ჯგუფში იყო განაწილებული: ერთ მხარეს გერმანული "ბაიერნი", ბერძნული "ოლიმპიაკოსი" და ადგილობრივი "ზადარი", მეორე ჯგუფში კი "დარუშაფაკა", სერბული "ცრვენა ზვეზდა" და თურქული "ფენერბაჰჩე" იყვნენ თავმოყრილნი.
ჯგუფის პირველი მატჩი "დარუშაფაკამ" თანაქალაქელ სტამბოლის "ფენერბაჰჩესთან" დაძაბულ ბრძოლაში - 59:62 წააგო. მარკოიშვილი დარუშაფაკელთა სასტარტო ხუთეულში
მარკოიშვილი მეორე შეხვედრაშიც სასტარტოში იყო. დარუშაფაკა "ცრვენა ზვეზდას" შეხვდა და 84:77 სძლია. მანუჩარმა მოედანზე 19:46 წუთი გაატარა და თავი 4 ქულას, 4 ჩაჭრას, 1 პასს და 1 მოხსნას მოუყარა, თუმცა ბურთი 5-ჯერ დაკარგა. ამ გამარჯვებით "დარუშაფაკამ" ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მეორე ჯგუფის მეორეადგილოსან "ოლიმპიაკოსს" ტურნირის მე-3 ადგილისთვის მატჩში შეხვდა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რომელიც სტამბოლელთა მარცხით - 57:61 დასრულდა. ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 20:55 წუთი გაატარა. მარკოიშვილმა 7-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო. 7 ქულასთან ერთად მანუჩარმა 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ქართველმა კალათბურთელმა ამჯერადაც 5 პერსონალურის გამო დატოვა მოედანი.
ფინალში ერთმანეთს "ფენერბაჰჩე" და "ბაიერნი" შეხვდნენ. მატჩი 76:55 მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა "ფენერბაჰჩემ", რომელსაც ამ მატჩში და მთლიანად ტურნირზე ჩეხმა იან ვესელიმ ულიდერა.
მომზადებულია gbf.ge-ის მიხედვით