ბექა ბურჯანაძის 15 ქულა და დასანანი მარცხი პირველ ტურში

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგა გასულ უქმეებზე დაიწყო, რომელიც 3 ნაწილად - ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგებად იყოფა.

ჩვენი ყურადღება ოქროს ლიგისკენაა მიმართული, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი - ბექა ბურჯანაძე ასპარეზობს.

ბურჯანაძე ქალაქ ლა კორუნიის გუნდ "ლეიმა ბასკეტის" ღირსებას იცავს. პირველ ტურში ბურჯანაძის გუნდმა "პალენსიას" უმასპინძლა და დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ საბოლოოდ ანგარიშით 78:89 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი მასპინძელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა საკმაოდ ბევრი - 26 წუთი ითამაშა. ბექამ 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან
3 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. საბოლოოდ მას 15 ქულა და 1 მოხსნა დაუგროვდა. ლაკორუნიელთა რიგებში ბომბარდირი 17 ქულით სერხიო პადრო გახდა, ჩარლზ სტელზერმა კი შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.

მომდევნო ტურში, 9 ოქტომბერს, "ლეიმა ბასკეტი" სტუმრად "მელილას" ეთამაშება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული