ნიკა ცქიტიშვილი ჩინეთში ითამაშებს

AutoSharing Option
ნიკა ცქიტიშვილი სეზონის დასაწყისში NBA-ს კლუბ "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" ვარჯიშობდა, "დენვერთან" პირველივე საგამოფენო შეხვედრაში გუნდის განაცხადშიც იყო, თუმცა არ უთამაშია. მას მერე კლიპერსელებმა გუდა-ნაბადი აიკრეს და ჩინეთში გაემგზავრნენ, სადაც საჩვენებელ მატჩებს ატარებენ.

ნიკა ცქიტიშვილიც ჩინეთში ითამაშებს, ოღონდ არა "კლიპერსის", არამედ "ფუჯიანის" მაისურით. ეს გახლავთ ჩინეთის უმაღლესი ლიგის საშუალო დონის გუნდი, რომელსაც ბანკი "ქუანჟოუ" აფინანსებს.

ნიკას ჩინურ კლუბში ჩარიცხვის ამბავი გამოცემა "ევრობასკეტმა" გაავრცელა. ქართველი კალათბურთელი გუნდის განაცხადშიცაა შეყვანილი.

საყურადღებოა, რომ "ფუჯიანის" ღირსებას ნიკას ძველი ნაცნობი, ფადი ხატიბი იცავს, რომელთანაც სკიტა შარშანწინ
"შამპვილში" თამაშობდა. სადღეისოდ ხატიბი საუკეთესო ლიბანელი კალათბურთელია.

"ფუჯიანი" სკიტასთვის მეხუთე აზიური გუნდია, ხოლო კარიერაში - მეოცე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული