გიგა ჯანელიძემ და "ავრორამ" ჩემპიონატის ორივე სასტარტო მატჩი დათმეს

AutoSharing Option
ფოტოზე: გიგა ჯანელიძე
იტალიის სერია A-ში მეორე მატჩი ჩაატარა ნიკა მეტრეველის "ორლანდომ". ამჯერად იგი "ვენეციას" ესტუმრა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 76:77. ვენეციელებს გამარჯვებისთვის ოვერტაიმი დასჭირდათ.

ნიკა ამჯერად გუნდის განაცხადში არ იყო. ბომბარდირობა "ორლანდოს" ლიტველმა ფორვარდმა სიმას იასაიტისმა იკისრა, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო.

მეტრეველის გუნდი მომდევნო მატჩს 18 ოქტომბერს ბოლონიაში ჩაატარებს.

* * *
იტალიის რიგით მეორე ლიგაში ორი მატჩი გამართა გიგა ჯანელიძემ. მისმა "ავრორამ" ჯერ "კიეტისთან" დათმო, შემდეგ - "რავენასთან". პირველ შეხვედრაში ხუთქულიანი სხვაობა დაფიქსირდა (77:82), მეორეში - 8-ქულიანი (71:79).

"კიეტისთან" ჯანელიძემ 6 წუთი ითამაშა და მატჩი 5 ქულით დაასრულა (3-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), ხოლო "რავენასთან" დაპირისპირებაში მის ანგარიშზე 4 ქულა (3/2 ორქულიანი) დაფიქსირდა.

სატურნირო მდგომარეობაზე ჯერ ლაპარაკი ნაადრევია, 18 ოქტომბერს კი "ავრორა" "რეკანატის" შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რანგით მეორე ლიგის გაშუქება მემგონი უადგილოა, თან იქაც 3-4 წუთს ათამაშებენ და ჩვენც ნერვებს გვიშლით მსგავსი სტატიებით. მესმის ვიღაცა ლობირებს ჯანელიძეს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ჯანელიძეს წარმატებები.
georgiano
17:12 13-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული