ბექა ბურჯანაძის 10 ქულა "ლეიმა ბასკეტი" მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტი" ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში წარუმატებლად ასპარეზობს.

ლაკორუნიული გუნდი მატჩებს ბროლაში აგებს. მესამე ტურის შეხვედრა ბურჯანაძის გუნდმა ერთ-ერთ ფავორიტ "ოურენსესთან" სტუმრად ჩაატარა და 6 ქულის სხვაობით - 62:68 დამარცხდა.

არარა, ლაკორუნიელებმა შესანიშნავად ჩაატარეს პირველი ნახევარფი და დიდ შესვენებაზე 33:27 იგებდნენ. მასპინძლებმა მესამე პერიოდში მოახდინეს გარდატეხა და ბოლო ათწუთეულის წინ 3 ქულით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც გამარჯვებამდეც მივიდნენ.

ბურჯანაძე სასტრტო ხუთეულში იყო და მან მოედნზე 25 წუთი დაჰყო. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 2 ორქულიან დ 5-დან 2 სამინი ჩაგდო. შესაბამისდ
ბექამ 10 ქულა მიითვალა, რასაც 4 მოხსნა მოაყოლა.

პასივში ბურჯანაძეს 5 დაკარგვა და 3 ჯარიმა ჰქონდა. ლაკორუნიულ გუნდში 18 ქულით საუკეთესო იყო მიხაელ მონაგანი.

მომდევნო ტურში, 25 ოქტომბერს, "ლეიმა ბასკეტი" "ბრეგანს" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული