ვიქტორ სანიკიძე თურქულ სუპერლიგაში მოხსნებში საუკეთესოა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის "თედ კოლეჯმა" თურქულ სუპერლიგაში მორიგი მატჩი წააგო. მეორე ტურის შეხვედრაში ანკარელებმა "უშაქს" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში - 86:92 წააგეს.

სანიკიძის გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ მიზნის მისაღწევად ძალა არ ეყო. ბოლო მეოთხედის წინ მასპინძლები 66:58 იგებდნენ, მაგრამ გადამწყვეტი ათწუთეული 20:34 წააგეს და ჩემპიონატში მეორე მარცხი განიცადეს.

სანიკიძემ 23 წუთი ითამაშა და თავი 8 ქულას, 8 მოხსნას, 2 პასს და 2 ჩაჭრას მოუყარა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 3 სამიანი და 5-ივე საჯარიმო ააცილა. ანკარელთა შორის 21
ქულით საუკეთესო იყო ლუკას კალინი.

საინტერესოა, რომ სანიკიძეს 2 მატჩში საშუალოდ 8 მოხსნა აქვს და ამ შედეგით სუპერლიგაში საუკეთესოა. "თედ კოლეჯი" მომდევნო მატჩს "იეშილგირესუნთან" 25 ოქტომბერს გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული