ნიკა მეტრეველის "დ'ორლანდომ" სტუმრად "ლავორო" დაამარცხა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მატჩის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა ნიკა მეტრეველი, რომლის "დ'ორლანდომ" სტუმრად "ლავორო" დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი მოედანზე 17 წუთი იმყოფებოდა და თამაში 5 პერსონალურის გამო დატოვა.

მეტრეველი საკმაოდ აქტიური იყო. მისი 4 საშუალო ტყორცნიდან 2-მა მიაღწია მიზანს, ხოლო თითო სამქულიანი და საჯარიმო ააცილა. ქართველმა ფორვარდმა საბოლოოდ 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. საუკეთესო შედეგი ჰქონდა სიმას ბატისტს, რომელმაც ორლანდოელებს 18 ქულა შესძინა.

მეტრეველის გუნდმა მასპინძლები საბოლოოდ 76:64 და
ამარცხა, რის შემდეგაც 2 მოგების წილ 1 მარცხი დაუგროვდა და ამ შედეგით სერია A-ში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ორლანდოელები 25 ოქტომბერს შინ, "რეჯიო ემილიასთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული