გიორგი ცინცაძემ "ლე მანს" 7 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "გრავლინმა" საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში მორიგი ტურის მატჩი გამართა. დიუნკერკელები სტუმრად "ლე მანს" ეთამაშნენ და დაძაბულ ბრძოლაში - 69:73 წააგეს.

ქართველი გამთამაშებელი სათადარიგო იყო და მოედანზე მისთვის საშუალოდ ქცეული - 12 წუთი ითამაშა. მოედანზე ყოფნის მცირე დროის გათვალისწინებით ცინცაძე საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა.

გიორგიმ 2-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ცინცაძის ანგარიშზე საბოლოოდ 7 ქულა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. პასივში მას მხოლოდ 2 დაკარგვა ჰქონდა.

დიუნკერკელთაგან საუკეთესო შედეგი პაპე სიმ დააფიქსირა, რომელმაც 11
ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. ბომბარდირი კი ენდრიუ დავი გახდა 12 ქულით. გამარჯვებულებს კი 18 ქულით თუაინ მაკკიმ ულიდერა.

3 მოგებითა და 2 მარცხით გრავლინი 18-გუნდიანი ლიგის შუაში - მე-9 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩში, 30 ოქტომბერს გრავლინი ცხრილში მეზობელ ორლეანს უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული