ბექა ბურჯანაძემ მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში. ესპანეთის რანგით მეორე - LEB-ლიგაში ახალგაზრდა ქართველი ფორვარდის გუნდმა "ლეიმა ბასკეტმა" სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ეს მოხდა მე-4 ტურში "ბრეგანის" წინააღმდეგ, რომელიც ლაკორუნიულმა გუნდმა შინაურ კედლებში 71:62 დაამარცხა.

გამარჯვებაში ლომის წილი მიუძღვის ბექა ბურჯანაძეს. 21 წლის ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 26 წუთი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში ბექამ 4-დან 1 ორქულიანი, 7-დან 4 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბურჯანაძემ 16 ქულა მოაგროვა, რასაც 9 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაყოლა.

მარგი
ქმედების კოეფიციენტით ბურჯანაძეს ლაკორუნიელთაგან მხოლოდ სერხიო ოლმოსმა აჯობა, რომელმაც 14 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა, თუმცა სროლათა ჩაგდების პროცენტულობა ჰქონდა მაღალი (7-დან 6 ორქულიანი) და ამის ხარჯზე დააგროვა ბექაზე (2 ერთეულით) მაღალი კოეფიციენტი.

ამ მოგებით ლაკორუნიელებმა თავი დააღწიეს 16-გუნდიანი ლიგის ფსკერს და მე-13 ადგილზე განთავსდნენ. მომდევნო ტურში, 31 ოქტომბერს, ბურჯანაძის გუნდი სტუმრად "პალმა ეუროპას" შეხვდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული