ზაზა ფაჩულიას ორმაგი დუბლი და გამარჯვება "ლეიკერსთან" მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიამ NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა. ამჯერად ფაჩულიას "დალასის" მეტოქე "ლეიკერსი" იყო.

დალასელებმა "ლეიკერსი" სტუმრად ანგარიშით 103:93 დაამარცხეს. ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 29:17 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 16 ქულა, 12 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ფაჩულია 8-დან 4 ორქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო გამოიყენა. 

მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, ფაჩულია (16) მხოლოდ დირკ ნოვიცკის და ჯულიუს რენდლს ჩამორჩა.

მომდევნო შეხვედრას "დალასი" შინ "ტორონტოსთან", 4 ნოემბერს გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ზაზა!
მგონი კარიერის საუკეთესო ფორმაშია!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული