ნიკოლოზ ცქიტიშვილი კარიერას იაპონიის ჩემპიონატში გააგრძელებს

AutoSharing Option
32 წლის კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი კარიერას იაპონიაში გააგრძელებს.

"კარიერას იაპონიაში გავაგრძელებ. უმაღლესლიგური "ტოჩიგის" ხელმძღვანელობას პირობებზე უკვე მოვურიგდი და აღმოსავლეთისკენაც მალე გავემგზავრები", - გვითხრა ნიკამ.

"ტოჩიგი ბრექსი" იაპონიის მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერია - ექვსივე მატჩი მოგებული აქვს. იგი ჩემპიონობისთვის, სავარაუდოდ, "ტოიოტა ალვარკს" შეებრძოლება და ამიტომაც გადაწყვიტა კიდევ უფრო გაძლიერება ქართველი ფორვარდით.

შეგახსენებთ, რომ ცქიტიშვილი სეზონის დასაწყისში NBA-ს წარმომადგენელ "კლიპერსში" ვარჯიშობდა, შემდეგ ჩინეთში იყო, სადაც თითქმის გადაწყვეტილი იყო "ფუჯიანში" ჩარიცხვა. მას ეპატიჟებოდნენ თბილისის "ვითა" და ლიბანის "შამპვილი", თუმცა საბოლოოდ სად ითამაშებს, უკვე მოგახსენეთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აუფ ნბა იაპონიაში შთამეჭდავია.
jondo
14:29 03-11-2015
0
ჩამოსულიყო და ეთამაშა ვითაში.
georgiano
12:37 03-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული