ქართული დაჭერობანა თურქეთში: მარკოიშვილი VS სანიკიძე

AutoSharing Option
იტალიაში ვიქტორ სანიკიძე და მანუჩარ მარკოიშვილი ერთდროულად რომ თამაშობდნენ, ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ - იგებდა იმის გუნდი, რომელი ქართველიც მეოთხე პერიოდში გაილაღებდა.

მეგობრების დუელი თურქეთშიც გაგრძელდა, მანუს "დარუშაფაკამ" ვიქტორის "ტედ კოლეჯი" მიიღო და 82:69 დაამარცხა, თუმცა ძალიან გაუჭირდა.

მეოთხე პერიოდი "ქართულ დაჭერობანად" იქცა: დარუშაფაკელები მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე 16 ქულით დაწინაურდნენ (64:48). ასეთი სხვაობა მასპინძლებს დამშვიდების საფუძველს აძლევდა, თუმცა არ დამშვიდებულა კოლეჯელი სანიკიძე, რომელმაც 48-ზე გაყინული სტუმრები სამქულიანით გამოაფხიზლა.

ამას მოჰყვა "დარუშაფაკას" "გამყინვარება", რითაც "ტედ კოლეჯმა" კარგად ისარგებლა და სხვაობა
5 ქულამდე შეამცირა.

გაყინული 64-ის გალღობა მანუჩარ მარკოიშვილმა იკისრა, სამქულიანით სხვაობა 8-მდე გაზარდა, თუმცა საპასუხო შეტევაში ისევ ვიქტორმა სტყორცნა შორეული სამქულიანი და ისევ -5.

მანუმ არ დათმო - კიდევ ერთი სამიანი გაისროლა და მიზანშიც მოარტყა... მოკლედ, ქართველებმა მეოთხე პერიოდში 9-9 ქულა ჩააგდეს. გამარჯვება კი მანუს დარჩა.

მარკოიშვილის სტატისტიკა: 25 წუთი, 15 ქულა (6/4 სამქულიანი), 3 მოხსნა, 1 პასი.
სანიკიძის მონაგარი: 32 წუთი, 12 ქულა, 7 მოხსნა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული