მანუჩარ მარკოიშვილმა ევროლიგაზე ცსკა-ს 8 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
გასულ სეზონში მანუჩარ მარკოიშვილი მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავდა, წუხელ კი ამ გუნდის წინააღმდეგ თურქული "დარუშაფაკას" მაისურით ევროლიგაში მოუწია თამაში.

შეხვედრა მე-4 ტურის იყო და ის სტუმრების, არმიელი კალათბურთელების გამარჯვებით - 80:75 დასრულდა.

მარკოიშვილი თურქული გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 28 წუთში 8 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. მანუჩარმა 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

თურქული კლუბის რიგებში საუკეთესო ლუკ ჰერენგოდი
იყო 18 ქულით, ცსკა-ს კი მილოშ ტეოდოსიჩმა (22) და ნანდო დე კოლომ (19) ულიდერეს.

ევროლიგის D ჯგუფში "დარუშაფაკას" 1 მოგება და 3 მარცხი აქვს და მე-4 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 12 ნოემბერს, თელ ავივში "მაკაბისთან" ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული