ბექა ბურჯანაძის 10 ქულა და "ლეიმა ბასკეტის" მარცხი

AutoSharing Option
ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში ბექა ბურჯანაძის გუნდმა მარცხი განიცადა.

ქართველი ფორვარდის "ლეიმა ბასკეტმა" ლა კორუნიაში "სან პაბლო ბურგოსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 66:73 წააგო.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩის მე-3 მეოთხედის ბოლოს ანგარიში თანაბარი იყო. ბოლო პერიოდი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს, 19:12 იმარჯვეს და საბოლოოდ წარმატებასაც მიაღწიეს.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მთლიანობაში მოედანზე 26 წუთი გაატარა. ბექამ 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. 10 ქულასთან ერთად ქართველმა ფორვარდმა 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ლაკორუნიელთაგან 16
ქულით საუკეთესო იყო მიხაელ მონაგანი.

1 მოგებითა და 5 მარცხით "ლეიმა ბასკეტი" 16-გუნდიან ლიგაში მე-14 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა ლაკორუნიელებს 11 ნოემბერს, სტუმრად "კასტელოსთან" ელით.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული