ვიქტორ სანიკიძეს "კონიასთან" მატჩში ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის "თედ კოლეჯი" თურქეთის ჩემპიონატში მეორე გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა გადამწყვეტ ეპიზოდში არ გაუმართლა და მე-5 ტურის მატჩი "კონიასთან" 3 ქულის სხვაობით - 73:76 დათმო.

ქართველმა ფორვარდმა ანკარულ გუნდში ყველაზე მეტი - 34:38 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. სანიკიძემ 3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 9 ქულას ვიქტორმა ამდენივე მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა.

კოლეჯელთაგან ბომბარდირი 21 ქულის მომგროვებელი ჯეი ლუკასი გახდა, ხოლო მარტინას გეჩევიჩუსმა ანკარელებს 15
ქულა მიაშველა. რაც შეეხებათ გამარჯვებულებს, კონიელებს ამერიკელმა კლეი ტუკერმა 20 ქულით ულიდერა.

სანიკიძის გუნდს 1 მოგების წილ 4 მარცხი აქვს და აუტსაიდერთა შორისაა. მომდევნო მატჩს ანკარელები 14 ნოემბერს, სტამბოლში "გალათასარაისთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული