მანუჩარ მარკოიშვილის 5 ქულა და გამარჯვება თურქეთის ჩემპიონატში

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" თურქეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩი "იეშილგირესუნთან" 88:79 მოიგო, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა ლეგიონერმაც შეიტანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 20 წუთი იმყოფებოდა და თავი 5 ქულას, 2 პასს, 1 მოხსნას და 1 ჩაჭრას მოუყარა.

მარკოიშვილმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 სამიანი ჩააგდო. გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო NBA-გამოვლილი ლიუკ ჰარანგოდი, რომელმაც 24 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა.

მომდევნო მატჩს "დარუშაფაკა" 15 ნოემბერს, სტუმრად "კონიასთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული