22 ქულა! - მანუჩარ მარკოიშვილის სუპერმატჩი და გამარჯვება ევროლიგაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მიმდინარე ევროლიგაზე ეფექტური მატჩი ჩაატარა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც ისრაელში, თელ-ავივის "მაქაბისთან" 22 ქულა ჩააგდო.

მანუს "დარუშაფაკამ" მასპინძლებს 11 ქულის სხვაობით, 84:73 აჯობა.

მარკოიშვილის სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 31 წუთი, 22 ქულა (5/4 ორქულიანი, 7/3 სამიანი, 8/5 საჯარიმო), 3 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 2 პასი. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, ქართველი უკანახაზელი შეხვედრაში საუკეთესო იყო - 24.

"დარუშაფაკას" ვიცე-სნაიპერი სემიჰ ერდენი გახდა - 16 ქულა.

სტამბოლელებს ევროლიგაზე 2 მოგება და 3 მარცხი აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
კოლია უუუსტაბილურესი მოთამაშე იყო. საოცრება იყო ის 59 ქულა ცსკა–თან. სამწუხაროდ მას ის დაფასება არ აქვს, რასაც იმსახურებს
ვანო
11:34 14-11-2015
0
ვაჟა, ბაბაია, ..... კოლია კი მარკოზე არა მინიმუმ 15, არამედ მხოლოდ 8 სმ-ით იყო მაღალი.
მარკოიშვილი მაგარია, მაგრამ კოლიასთან ვერ მოვა, "ზნატოკო"! )))
Kote
18:04 13-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული