ვიქტორ სანიკიძემ "გალათასარაის" 8 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის "თედ კოლეჯი" თურქეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში "გალათასარაის" ესტუმრა და ანგარიშით 65:75 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 37 წუთი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში სანიკიძემ 8 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

სანიკიძემ 7-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი კი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური მიიღო.

"თედ კოლეჯი" 1 მოგებით და 5 მარცხით აუტსაიდერია. მომდევნო მატჩს სანიკიძის გუნდი 21 ნოემბერს საკუთრ მოედანზე "ბანვითის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული