დუდა სანაძის 12 ქულა და აცილებული სამიანები

AutoSharing Option
დუდა სანაძის "სან დიეგო" ამერიკული სტუდენტური ლიგის სეზონის მეორე მატჩში განადგურდა.

არასაკონფერენციო მატჩში კალიფორნიელები თანაშტატელ სამხრეთ უნივერსიტეტის გუნდს შეხვდნენ და უიმედოდ - 45:83 წააგეს.

სანაძეს სანდიეგოელთაგან საუკეთესო შედეგი ჰქონდა, თუმცა სროლებიც ბევრი ააცილა. დუდამ 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 8 სამქულიანი კი ააცილა და 12 ქულას 5 მოხსნა (2 შეტევაში) წაამატა. ისიც ვთქვათ, რომ სანაძემ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ამდენივე შეცდომა დაუშვა.

"სან დიეგოს" მორიგი მატჩი 17 ნოემბერს ელის, როდესაც დასავლეთ მიჩიგანის გუნდს ესტუმრება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული