მანუჩარ მარკოიშვილის 9 ქულა და მე-2 ადგილზე აღზევებული "დარუშაფაკა"

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" თურქეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო და ლიდერებში გაერია.

დარუშაფაკელები სტუმრად "კონიასპორს" შეხვდნენ და 15 ქულის სხვაობით - 91:76 იძალეს.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 14:10 წუთში 9 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. მანუჩარმა 3-ვე ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. ისიც ვთქვათ, რომ ქართველი მცველი პირველი ტაიმის შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.

4 მოგებით და 2 მარცხით "დარუშაფაკა" მე-2 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 22 ნოემბერს შინ, თანაქალაქელი "გალათასარაის" წინააღმდეგ გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული