ორლანდოელების მეტოქე "ვანოლი" გახლდათ და მატჩის ბედი ბოლო წუთებზე, სტუმართა სასარგებლოდ გადაწყდა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 9 წუთი გაატარა და 8 ქულა მოაგროვა. მეტრეველმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
"კაპო დ'ორლანდოს" 3 მოგებით და 4 მარცხით მე-11 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 22 ნოემბერს ტურინში, "მანიტალთან" ჩაატარებს.