მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის განვლილი ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების უკანახაზელი მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის განვლილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

მასთან ერთად ხუთეულში შეიყვანეს მალაგის "უნიკახას" გამთამაშებელი ედვინ ჯექსონი, "ცრვენა ზვეზდას" პერიმეტრის მოთამაშე სტეფან იოვიჩი, "სტრასბურის" უკანახაზელი ლუის კემპბელი და "ლიმოჟის" კონგოელი თავდამსხმელი ნობელ ბუნგოუ კოლო.

სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილ ყველა კალათბურთელს თავისი შეფასება აქვს. სხვები ნაკლებად გვაინტერესებს, ჩვენთვის მთავარია, რას წერენ მანუჩარ მარკოიშვილზე:

"ქართველი განგსტერი დიდი ხანია კრიმინალური ელიტის წევრია. ახალი სამიზნე აღმოსავლეთში აღმოაჩინა, სეზონის დასაწყისში თურქულ "დარუშაფაკაში" ჩაირიცხა.
ევროლიგის მორიგ ტურში, თელ-ავივში "მაქაბისთან" მარკოიშვილმა 22 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა (7-დან 3 სამქულიანი), რითაც "დარუშაფაკას" დიდი გამარჯვება მოუტანა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თურქული გუნდი ევროლიგის ტოპ-16-შიც ავტორიტეტთა რისხვად იქცევა".

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ სტამბოლელები ევროლიგაზე მორიგ მატჩს 20 ნოემბერს იტალიაში, "დინამო სასარის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული