ბექა ბურჯანაძის 27 ქულა და გამარჯვება "ხუვენტუდთან"

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის პროგრესი გრძელდება. ქართველმა ფორვარდმა ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში მორიგი დიდებული მატჩი ჩაატარა.

10 დღის წინ ბურჯანაძემ 33 ქულა ჩაუგდო "კასტელოს", თუმცა მისი გუნდი, ლაკორუნიული "ლეიმა ბასკეტი" 1 ქულით დამარცხდა, ახლა კი ბექას მექულეობამ შედეგი გამოიღო. ლაკორუნიელებმა სტუმრად "პრატ ხუვენტუდი" 81:60 გაანადგურეს, ქართველმა ლეგიონერმა კი გამარჯვებულებს 27 ქულა მიაშველა.

ბურჯანაძის გუნდი აუტსაიდერთა შორისაა, თუმცა რეალურად მაღალი ამბიციები აქვს და დამსახურებულადაც: ლაკორუნიელებს ბედი არ სწყალობთ და თამაშებს ბოლო წუთებზე, ხანდახნ წამებზეც კი აგებენ. უბრალოდ, ფორტუნა მათ მხ
არეზე არაა, თორემ გაქანება არ აკლიათ. დასანანი წაგებებით გულდამძიმებულმა ლაკორუნიელებმა ჯავრი გასულ ტურში, "ხუვენტუდზე" იძიეს.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32 წუთი დაჰყო. ბექამ 10-დან 7 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შედგად ქართველ ფორვარდს 27 ქულა დაუგროვდა, რასაც მან 9 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა. ბურჯანაძის შემდეგ ყველაზე მეტი - 13 ქულა - მისმა თანაგუნდელმა ვიქტორ მარტოსმა მოაგროვა.

ბურჯანაძის გუნდს 9 ტურის თავზე 2 გამარჯვება აქვს და 16-გუნდიან ლიგაში მე-14 ადგილზე იმყოფება. მორიგი მატჩი ლაკორუნიელებს 28 ნოემბერს, შინ "კოკინასთან" ელით.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული