ნიკა ცქიტიშვილის 9 ქულა იაპონიის ჩემპიონატის შეხვედრაში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი და აზიურ კალათბურთში ფეხმოკიდებული ნიკა ცქიტიშვილი კარიერას იაპონიაში აგრძელებს, სადაც უმაღლესი ლიგის გუნდ "ტოჩიგი ბრექსის" ღირსებას იცავს.

გასული ტურის მატჩში, რომელშიც "ბრიქსმა" "აიშინ სი ჰორსი" 75:70 დაამარცხა, ქართველმა ფორვარდმა პირველად ითამაშა სასტარტო ხუთეულში, თუმცა 15 წუთზე მეტხანს მოედანზე არ ყოფილა.

ნიკამ 4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ცქიტიშვილის მონაგარმა 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა შეადგინა.

"ტოჩიგი ბრექსს" 9 მოგების წილ 2 მარცხი აქვს და იაპონიის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული