ნიკა მეტრეველის 6 ქულა და გამარჯვება "ტორინოსთან"

AutoSharing Option
"ბეტალენდ კაპო დ' ორლანდომ", რომლის ღირსებასაც ნიკა მეტრეველი იცავს, დაძაბულ ბრძოლაში "ტორინო" 71:69 დაამარცხა და მოგება-წაგებები (4-4) გაითანაბრა.

მეტრეველი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 24 წუთი გაატარა.

ნიკამ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 6 ქულასთან ერთად 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 4 პერსონალური მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

გამარჯვებულთაგან 18 ქულით საუკეთესო სიმას იასაიტისი იყო, ალექს ორიახის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა.

მეტრეველის გუნდი 4-4 მოგება-წაგებით მე-10 ადგილზეა.

იტალიის ჩემპიონატის მორიგ, მე-9 ტურში "ბეტალენდ
კაპო დ' ორლანდო" "დინამო სასარის" 30 ნოემბერს უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული