დუდა სანაძის "სან დიეგომ" ისევ წააგო

AutoSharing Option
ამერიკის სტუდენტურ ლიგაში წარუმატებელ ასპარეზობას აგრძელებს დუდა სანაძის "სან დიეგო", რომელმაც სეზონის მე-3 მატჩი თანაშტატელ "ფულერტონთან" წააგო.

კალიფორნიული დერბი ფულერტონელთა გამარჯვებით - 67:55 დასრულდა.

ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 16 წუთით გამოჩნდა და ამ ხნის განმავლობაში 2 ქულას, 2 მოხსნას და 2 პასს დასჯერდა - ბურთიც 2-ჯერ დაკარგა. სანაძემ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამივე სამიანი კი ააცილა.

სანდიეგოელთაგან 14 ქულით მარკუს ჰარისი გამოირჩა, ჯიტო კოკმა კი გუნდს 12 ქულა და 5 მოხსნა მიაშველა.

მორიგ მატჩს "სან დიეგო"
26 ნოემბერს შინ, თანაკონფერენციელ "ლოიოლასთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული