ნიკა ცქიტიშვილის 15 ქულა და მორიგი გამარჯვება იაპონიის ჩემპიონატში

AutoSharing Option
იაპონიის ჩემპიონატში გუნდები ერთმანეთს 2 დღეში თითო მატჩს ეთამაშებიან. ნიკა ცქიტიშვილის "ტოჩიგი ბრექსმა" "აიშან სი ჰორსთან" მეორედაც ითამაშა და კვლავ დაამარცხა. თუკი პირველ შეხვედრაში ცქიტიშვილის გუნდმა 5 ქულით იმარჯვა, მეორე მატჩი უფრო დამაჯერებლად - 82:68 მოიგო.

ცქიტიშვილისთვის ეს იყო სეზონის საუკეთესო მატჩი. ის სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 20:55 წუთში კი 15 ქულა, 1 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ნიკოლოზმა 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ
დაირღვა.

"ტოჩიგი ბრექსი" 10 მოგებით და 2 წაგებით პირველ-მეორე ადგილებს ტოკიოს "ტოიოტა ალვარკთან" ერთად იყოფს. ქართველი ფორვარდის კლუბი მორიგ მატჩებს 28-29 ნოემბერს, ჰიროშიმას "დრაგონფლაისთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული