ბექა ბურჯანაძე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძე ესპანეთის მეორე დივიზიონში ბრწყინავს. უკვე მეორე ტურია, ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი უძვირფასესი მოთამაშის ტიტულს არავის უთმობს. თუკი ბოლოსწინა ტურში ბექამ 33 ქულა მოაგროვა და ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მას ბოლო ტურში გარჯაც ანალოგიური პრიზით დაუფასდა.

შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტ კორუნიამ" გასულ უქმეებზე "პრატ ხუვენტუდი" სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში 81:60 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 27 ქულა, 9 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო.

ბურჯანაძის გუნდს 2 მოგება და 7 მარცხი გააჩნია და 16-გუნდიან "ოქროს ლიგაში" მე-14 ადგილზეა. მორიგ მატჩს "ლეიმა
ბასკეტი" 27 ნოემბერს, ლა კორუნიაში "კოკინასის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული