დუდა სანაძემ "ლოიოლა რამბლერს" 20 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
დუდა სანაძის შესანიშნავი მატჩი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კალიფორნიული "სან დიეგოს" უკანახაზელმა "ლოიოლა რამბლერსთან" მატჩში რაც შეეძლო, გააკეთა, თუმცა თანაგუნდელებმა მხარი სათანადოდ ვერ აუბეს და მარცხი განიცადეს.

მეორე ტაიმის შუაწელში სანაძის შედეგიანი შეტევის შემდეგ სანდიეგოელები 44:42-ს იგებდნენ, თუმცა დარჩენილ დროში მეტოქეს ვეღარ შეეწინააღმდეგნენ და 57:67 დამარცხდნენ.

სანაძე "სან დიეგოში" საუკეთესო იყო. ქართველმა უკანახაზელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 37 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

დუდამ 9-დან 3 ორქულიანი, 6-დან 4
სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სანაძემ 2 პერსონალური შენიშვნა მიიღო და ბურთი ერთადერთხელ დაკარგა. "სან დიეგოში" ქართველის კვალზე 10-ქულიანი ზღვარი ბრეტ ბეილიმ დაძლია, რომელმაც 31 წუთში 13 ქულა მიითვალა.

არასაკონფერენციო მატჩებიდან "სან დიეგომ" უკვე მეოთხე მარცხი განიცადა. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი "სან ხოსე სტეიტთან" ჩვენი დროით 28 ნოემბერს, ღამის 1-ელ საათზე გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული