მანუჩარ მარკოიშვილის 7 ქულა და მარცხი "ბანვითთან"

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკას" წარუმატებელი თამაშების სერია გრძელდება.

სტამბოლური კლუბი თურქეთის ჩემპიონატისა და ევროლიგის მატჩების წაგების შემდეგ შიდაჩემპიონატში მორიგ შეხვედრაში დამარცხდა. "დარუშაფაკამ" მორიგი მარცხი სტუმრად "ბანვითთან" განიცადა - 65:76.

ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 19 წუთი გაატარა. მარკოიშვილმა 3-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო. 7 ქულასთან ერთად მანუჩარმა 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.

დარუშაფაკელთაგან 12-12 ქულით საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს მილკო ბიელიცამ და სკოტი უილბეკინმა. გამარჯვებულებს 19 ქულით
კერტნი ფორტსონმა ულიდერა, 16 ქულა დააგროვა ადრიენ ნორმანმა.

4 მოგების მქონე "დარუშაფაკასთვის" ეს მე-5 მარცხი იყო და სტამბოლური გუნდი, რომელიც 3 ტურის წინ მეორე ადგილზე იყო, ახლა მე-9 საფეხურზეა. მორიგი მატჩი მარკოიშვილის გუნდს 6 დეკემბერს, მე-11 ადგილზე მყოფ "ბუიუქჩეკმეჩთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული